აქტუალური
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. 28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ღვთისმშობლის მიძინების დღეს – ეს არის თორმეტი უდიდესი საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ‑ერთი. ტაძრებში ტარდება წირვა–ლოცვები და ყველა ქრისტიანი ქალს განსაკუთრებულ პატივს სცემს.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.