უცხოეთი
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ღამით განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ განაცხადა, რომ მინიმუმ რვა ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაიღუპა და მრავალი დარჩა ნანგრევებში.
ზელენსკის თქმით, ეს მიუთითებს, რომ რუსეთი არჩევს „რაკეტებს, არა დიპლომატიას“ და არ ეშინია შედეგების;
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 38 ადამიანი დაშავდა და იერიშმა ქალაქის რამდენიმე უბანი დააზიანა.