უცხოეთი
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო ისრაელის პრემიერ‑მინისტრის ბინამინ ნეთანიაჰუს განცხადება, რომ ის აღიარებს სომეხთა გენოციდს. უწყების განცხადებით, ნეთანიაჰუ იყენებს ისტორიულ ტრაგედიებს პოლიტიკური მიზნებისთვის და მისი სიტყვები ეწინააღმდეგება ისტორიულ ფაქტებს.