საზოგადოება
გარდაიცვალა რუფა ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი" ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2025 წლის 27 აგვისტოს, 88 წლის ასაკში, გარდაიცვალა ბალერინა რუფა კარპის ასული ხიდირბეგიშვილი.

სააგენტოს რედაქცია თანაგრძნობას უცხადებს "საქინფორმი"-ს მთავარ რედაქტორსა და გენერალურ დირექტორს, არნო ხიდირბეგიშვილს დედის გარდაცვალების გამო.

პანაშვიდები: ხუთშაბათსა და პარასკევს, 28 და 29 აგვისტოს.
დაკრძალვა: შაბათს, 30 აგვისტოს.
მისამართი: ნინოშვილის ქ. №32.