აქტუალური
თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამუშაო ჯგუფი აღმასრულებელი დირექტორის – ზაზა ჭელიძის, ხელმძღვანელობით შვედეთში იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის სამუშაო გეგმის შეთანხმება.
საქსტატში უკვე მუშაობა დაიწყო შვედეთის სტატისტიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, ხოლო სექტემბრის დასაწყისში უწყებას ეწვევა შვედეთის სტატისტიკის პირველი სამუშაო მისია, რომელიც ინფლაციის და მთლიანად ფასების სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიმართულებით იმუშავებს.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ეკვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ“, – აღნიშნულია კორესპონდენციაში.