საზოგადოება
ეკატერინე გორგოძემ აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ეკატერინე გორგოძემ ჩოგბურთში წლის რიგით მეოთხე დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი წრის შეხვედრაში ბრიტანელი ჰიტერ უოტსონი სამ სეტში დაამარცხა და საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპზე გავიდა.

გორგოძემ პირველი სეტი 3:6 დათმო, მეორე პარტია 6:3 მოიგო და გადამწყვეტ სეტშიც 6:4 იმარჯვა. მატჩი ორ საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე 4 ეისი და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომაა.

შემდეგ ეტაპზე გორგოძე კვლავ ბრიტანელ მოწინააღმდეგეს, ფრანჩესკა ჯონსს დაუპირისპირდება. ჯონსმა ივლისში პალერმოს ტურნირი მოიგო და ამერიკის ღია პირველობის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკი ვიქტორია ჰრუნჩაკოვა ორ სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა.