პოლიტიკა
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ამასთან, გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.