სამართალი
სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს: თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მიესალმება.

დონალდ ტრამპს, ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს - თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა. ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში რუსეთი ხელს უშლიდა“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.