პუბლიკაციები
დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობით აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის 474 ადამიანი დააკავეს

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობით აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის 474 ადამიანი დააკავეს. ლონდონის პოლიციაში განაცხადეს, რომ ჯგუფ Palestine Action-ის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, სადაც, სულ მცირე, 474 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 466 ჯგუფის მხარდაჭერისთვის, ხუთი – პოლიციელებზე თავდასხმის გამო, სამი კი – საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები სხვადასხვა მხარდამჭერი წარწერით.

პოლიციის განცხადებით, ეს იყო დაკავებების ყველაზე მასშტაბური სერია ბოლო ათი წლის განმავლობაში.

კანონმდებლობის მიხედვით, ჯგუფის წევრობა კრიმინალურ დანაშაულად ითვლება, რაც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.