უცხოეთი
საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. თეთრი სახლი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ 15 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე ზელენსკის მიწვევის შესაძლებლობა არსებობს.
„ეს საკითხი განხილვის პროცესშია“, – აღნიშნა ანონიმურმა წყარომ.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა სამმხრივი შეხვედრისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.
1tv.ge