აქტუალური
ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰართი: ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. კვლავ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰართი აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ქართველები როდესაც აღნიშნავენ რუსეთთან 2008 წლის ომის წლისთავს, ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – წერს ელისონ ჰართი.