აქტუალური
რუსეთის საგარეო უწყება მიესალმება აფხაზეთის არჩევნებს

mid_rf3თბილისი, 29 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მიესალმება აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების „წარმატებულ ჩატარებას“, რის შედეგადაც ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი რესპუბლიკის მესამე ლიდერი გახდა.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ეს არჩევნები არის „მნიშვნელოვანი ეტაპი ამ მეგობრულ მეზობელ ქვეყანაში სახელმწიფოებრიობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე“.

„მზად ვართ, განვაგრძოთ მასშტაბური მუშაობა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების ყოველმხრივ გაძლიერებაზე ჩვენი ხალხების ინტერესებში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.