აქტუალური
რა შემთხვევაში გაუქმდება აშშ-ის ვიზა: საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენის შემთხვევაში, შესაძლებელია ვიზა გაუქმდეს.

აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს, შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უწყების განცხადებით, შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობას და უცხოელი ვიზიტორებისგან ამ კანონების დაცვას მოელის.