საზოგადოება
თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან საქინფორმს აცნობეს, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავამ და რუსეთ-საქათველოს ერთიანობის ფონდის პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა მოსკოვში, „Риа Новости“ -ს მედიაცენტრში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ამასთან, რუსი ჟურნალისტების ინტერესს წარმოადგენდა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის პოლიტიკური შეფასება საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებულ ვითარებასა და ურთიერთობების მომავალი განვითარების პერსპექტივებზე“, – ნათქვამია კორესპონდენციაში.
შეგახსენებთ, გუშინდელ შეხვედრაზე რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოსთან განიხილებოდა ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი.