საქართველო, არჩევნები - არნო ხიდირბეგიშვილის, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორისა და გენერალური დირექტორის, უშიშროების, საინფორმაციო პოლიტიკისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორის პროგნოზები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს - აქ არ არსებობს აკრძალული თემები ან პირები და კიდევ იმიტომ, რომ ისინი ხშირად მართლდება.
დღეს ჩვენ ვთხოვეთ ბატონ ხიდირბეგიშვილს ინტერვიუ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
-ბატონო არნო, რას იტყვით ადგილობრივი თვითმმართველობის მოსალოდნელ არჩევნებზე, რომელთან დაკავშირებითაც უკვე ამდენი სკანდალია?
-მიზეზი მარტივია. ეს არჩევნები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამჯერად, ქართველმა ხალხმა ხმა უნდა მისცეს ეგზისტენციალურ არჩევანს – ის ან თანახმაა იცხოვროს „მეორე ხარისხის“ მოქალაქედ ევროპის „ცისფერ კოლონიაში“, დაახლოებით ისე, როგორც ქართველი მიგრანტები ცხოვრობენ ევროკავშირის ქვეყნებში, ანუ იარსებოს როგორც უტყვმა პირუტყვებმა უფლებების გარეშე; ან საქართველოს მოქალაქეები იქნებიან თავიანთ მიწაზე ბატონ-პატრონები და გააგრძელებს თავის ტაძრებში ლოცვას, როგორც ამას საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა. ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმა ირიბად მიუთითებს მის ეგზისტენციალურ არჩევანზე. მართლმადიდებლობა და ყველა ტრადიციული რელიგია ჰომოსექსუალიზმს არაბუნებრივ ცოდვად თვლის, რადგან ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსებად შექმნა. ღმერთმა შექმნა პირველი მამაკაცი და ქალი, და არა ლგბტქ-ის ათობით გენდერი, რომლებიც შვილებს არ აჩენენ.
არც მეტი, არც ნაკლები – ახლა საკითხი ეხება ქართველი ერის არსებობას, რადგან საქართველოში ქართველები ერთნახევარ მილიონზე ნაკლებია, ნახევარი მილიონზე ცოტა მეტი – არაქართველი მოსახლეობაა, დაახლოვებით იმდენივე - მიგრანტები, ძირითადად აღმოსავლეთიდან და აზიიდან, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა ბიზნესს, სწავლობენ, ქმნიან შერეულ ოჯახებს ქართველ ქალებთან და არსად წასვლას არ აპირებენ. თუმცა, ქართულ ოპოზიციას ტრადიციულად მხოლოდ რუსები აწუხებს, ხოლო თურქებს, ინდოელებს, სირიელებს, აფრიკელებსა და უკრაინელებსაც კი ისინი საერთოდ ვერ ამჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო აშშ-ის პრეზიდენტიც კი განგაშის ზარს ტეხს და ევროპას აფრთხილებს. საქართველო – პატარა ქვეყანაა, სადაც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა აღმოსავლეთიდან და აზიიდან კაპიტალის შემოდინება, ხოლო რუსეთიდან – შემცირდა. როგორც ცნობილია, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს.
ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შესანიშნავად იცის, რომ სამხრეთ კავკასიის ცენტრი ყოველთვის იყო და რჩება საქართველო, რომლითაც მისი მეზობლები – სომხეთი და აზერბაიჯანი – უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი, ვიდრე ის მათით. საქართველოს კარგი ურთიერთობები სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ასევე რუსეთთან, თურქეთსა და ირანთან – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა, და ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ.
თუმცა, მოსკოვს აკვირვებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა – პარლამენტის, მთავრობის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები – ყველაფერ ცუდს როგორც რუსულს, საბჭოურს „ნათლავენ“. მოსკოვში ვერ ხვდებიან, თუ რატომ ადარებს ოფიციალური თბილისი პროდასავლურ რადიკალურ ოპოზიციასა და თავად ევროპარლამენტის დეპუტატებს, ევროკავშირის ელჩებსა და აშშ-ის კონგრესმენებსაც კი რუსეთსა და რუსებთან. ეს პროვინციული პიარ-პროპაგანდა – ვინ არის მეტად „კრემლის აგენტი“, რუსოფილი და სამშობლოს მოღალატე – საქართველოში პრეზიდენტ გამსახურდიას დროიდან ჩამოყალიბდა, როდესაც რუსოფობიურ ექსტაზში ისე შორს წავიდნენ, რომ „კრემლის აგენტად“ მაშინდელი აშშ-ის პრეზიდენტი ბუში-უფროსიც კი დაასახელეს.
ვაზუსტებ – მოსკოვში არც უკვირთ და არც სწყინთ, როდესაც ქართული ოპოზიცია და დასავლეთი, იქნება ეს ევროპარლამენტი, ამერიკიდ საცდეპი თუ კონგრესი, „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, ივანიშვილს, პროკრემლისტებად და პრორუსებად მოიხსენიებენ. რუსებს სწყინთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ანალოგიური მესიჯებით პასუხობენ – აქაოდა თავად ხართ მოღალატე რუსოფილები, და თანაც - როგორი!
ვერ ვხვდები – რატომ უნდა იმართლოს თავი ხელისუფლებამ?! ფსიქოლოგიის ანა-ბანაა, რომ თავს მხოლოდ დამნაშავეები იმართლებენ! და ვის წინაშე?! უცხოეთის აგენტების, რომლებზეც დამღის დასადები ადგილიც აღარაა?! საბჭოთა წარსულის, საკუთარი ისტორიის, მამებისა და ბაბუების ხსოვნის „ფეხებით თელვა“ საუკეთესო იდეა ნამდვილად არ არის! აი, ამბობენ, სომხეთში დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლების აღება, რაც ფაშინიანს ისევე დაუბრუნდება, როგორც სააკაშვილს ქუთაისის მემორიალის აფეთქება და გორში სტალინის ძეგლის აღება ძვირად დაუჯდა. ალიევმა აჩვენა МГИМО-ს უპირატესობა HGO-ზე, ამიტომ, ფაშინიანმა საკუთარი სახლიც რომ დაანგრიოს, ამით ალიევის პატივისცემას მაინც ვერ დაიმსახურებს.
-როგორ მიმდინარეობს არჩევნებისთვის მზადება? რომელ კანდიდატებს წამოაყენებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია თბილისის მერის პოსტზე, რომელიც, როგორც ცნობილია, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი?
-წინასწარი ინფორმაციით, 31 ივლისს ხელისუფლება წარმოადგენს თავის კანდიდატს თბილისის მერის პოსტზე – ამჟამინდელ მერს, კახა კალაძეს. 1 აგვისტოდან გაიხსნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები, ხოლო 7 აგვისტომდე, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება სიები, ქალაქების მერების კანდიდატურები და 64-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სადაც მმართველი პარტია, როგორც პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, სრულ გამარჯვებას აპირებს.
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ორი ოპოზიციური პარტია – ბანკირი ხაზარაძისა და ექს-პრემიერი გახარიას პარტიები, რომლებიც შეთანხმდნენ ერთმანეთთან ქმედებების კოორდინაციაზე, შექმნეს წინასაარჩევნო ალიანსი, რომელიც, სავარაუდოდ, ერთიან კანდიდატად ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წამოაყენებს, რომელსაც მხარს დაუჭერენ საფრანგეთი და ევროსტრუქტურები, სიტყვიერად და მატერიალურად. თუმცა, შესაძლებელია სხვა გადაწყვეტილებებიც – ეს დამოკიდებულია ბრიუსელიდან დაშვებულ მითითებებზე. ქართული ოპოზიციის ოლიმპიური დევიზია – „მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა“, თანაც, როგორც მათთვის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ასევე მათთვის, ვინც გეგმავს მონაწილეობას მიტინგებში.
-რა არის ხელისუფლებისა და ოპოზიციის – მისი იმ ნაწილის, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა, მთავარი უპირატესობები?
-დავიწყებ ოპოზიციით. ხაზარაძესა და გახარიას სხვა გამოსავალი არ აქვთ, გარდა მონაწილეობისა. ამით ისინი იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან არჩევნებს ანიჭებენ ლეგიტიმურობას - ხელისუფლებისთვის არასასურველი იქნებოდა, თუ არჩევნებში მხოლოდ მმართველი პარტია მიიღებდა მონაწილეობას, როგორც СССР-ში КПСС-სი. ამ დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, ხელისუფლება „შეიწყნარებს“ და არ ჩასვამს მათ ციხეში არჩევნების შემდეგ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისათვის ერთხელ უკვე ნასამართლევ ხაზარაძეს, ხოლო გახარიას – სამშობლოს ღალატისა და კოლაბორაციონიზმისთვის. არჩევნებამდე კი არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხელს არავინ მოჰკიდებს. გახარიამ, გარედან მიღებული დავალებით, თბილისში ვინმესთან შეთანხმების გარეშე, გახსნა პოლიციის პოსტი სოფელ ჩორჩანასთან, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ორ ნაბიჯში, რამაც გამოიწვია ცხინვალისა და რუსი მესაზღვრეების საპასუხო ქმედებები, რომლებმაც გადაიტანეს დემარკაციის ხაზი, რის გამოც საქართველომ დამატებით 100 ჰექტარი ტერიტორია დაკარგა. ასევე დამტკიცებულია გახარიას დანაშაული ხელისუფლების შეცვლის მიზნით განხორციელებულ პროვოკაციაში, თანაც – ორჯერ. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სრულდება.
მაგრამ ოპოზიციის მთავარი ძალა არა ამ ორ მარიონეტში და მათი პარაქტივების კარიკატურულ პერსონაჟებშია. პირველ რიგში, ეს არის ადგილობრივი „Deep State“ –სპეცსამსახურების ჩასაფრებული თანამშრომლები, გადამდგარი სამხედროები, ბიზნესმენები და ჟურნალისტები, რომლებიც ამზადებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლას – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების რესტავრაციასა და სააკაშვილის გათავისუფლებას. მეორე, ეს არის მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შევარდნაძის დროს, აწ განსვენებული ზურაბ ჟვანიას „კურთხევით“ შეიქმნა, რომელთა წლიური ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი ევროა და რომლებმაც ახალგაზრდობის დიდი ნაწილი მუქთა გრანტებზე შესვეს. შემდეგია კრიმინალური „ქოლ-ცენტრები“, რომლებმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი თავიანთ ქსელში გააბეს, მოატყუეს, დააშინეს, ახლა კი აშანტაჟებენ, წაართვეს უკანასკნელი, ბინები, აიძულებენ აიღონ სესხები. მოქალაქეები ისე არიან დაშინებული, რომ პოლიციაში არ მიდიან, რადგან დამნაშავეები კლავენ, აწამებენ, განა მხოლოდ ემუქრებიან. ფულს სძალავენ ნამდვილი მკვლელები და ჯალათები, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის, სადაც მათ აქვთ ბაზა საფრთხის შემთხვევაში. უკრაინა და მოლდოვა დღეს ქართული, და არა მხოლოდ ქართული, კრიმინალისა და „კანონიერი ქურდების“ ბუნაგია, ეს არის „შავი ხვრელები“, რომელთა დახურვა ადვილი არ იქნება, რადგან იქაური ხელისუფლების ორგანოები სრულად კორუმპირებულია.
„ქოლ-ცენტრების“ საქმიანობას კურირებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი, საერთაშორისო მაფიოზი, რომელმაც თავისი „ქოლ-ცენტრებით“ ცოტა ხნის წინ მილიონობით ევროთი გაძარცვა ევროპელი პენსიონერები! 90-იანი წლების რეკეტი საქართველოში არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ახლა სჩადიან, მაგრამ პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოება უძლურია, როცა მოქალაქეები თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. აშკარაა, რომ მათგან ამოიღეს რაღაც ინფორმაცია მათი ახლობლების. თანამშრომლების და მეგობრების შესახებ, ხოლო ისინი, თავიანთი გულუბრყვილობით, მარტივი ფულით ცდუნდნენ, ახლა კი მათ აშანტაჟებენ, მათ ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ მაინც ეშინიათ, რომ მათი საქმეები და „გრძელი ენა“ ყველასთვის გახდება ცნობილი.
სახელმწიფო ჩინოვნიკებთან, მსხვილ ბიზნესსა და მედიასთან, ანუ „ღრმა სახელმწიფოსთან“, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და „ქოლ-ცენტრებთან“ შედარებით, ოპოზიციური პარტიები, თავისთავად, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენენ, რასაც აჩვენებს მათი მცირერიცხოვანი მიტინგები, სადაც 500-ზე მეტი ადამიანის შეკრება ვერ ხერხდება.
მთელი ეს კოჰორტა – ევროკავშირის ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები, „ქოლ-ცენტრები“, რადიკალური ოპოზიცია და ადგილობრივი „deep state“ – მუშაობს მხოლოდ საზღვარგარეთიდან მხარდაჭერის წყალობით. ყველა ამ ევროპარლამენტის რეზოლუციისა და აშშ-ის კონგრესის „Megobari Act“-ის უკან დგანან კონკრეტული სპონსორები და ლობისტები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს გაყოფითა და მის კოლონიად გადაქცევით. ქართულ რადიკალურ ოპოზიციას ერთი ლოზუნგი შეარჩინეს – „დავუბრუნოთ საქართველო დასავლეთს!“. აქაოდა, საქართველო სამხრეთ კავკასიაში პირველი იყო, ვინც დასავლური გზა აირჩია, მაგრამ ახლა, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმაც კი უარი თქვეს რუსეთზე, საქართველო „ჩრდილოეთისკენ“ უხვევს, რაც აუცილებლად უნდა აღიკვეთოს! – დღე და ღამე ირწმუნებიან ისინი ტელევიზიითა და სხვადასხვა აუდიტორიაში. გარდა ამისა, მათ მხარესაა ყველა რელიგიური სექტა, მაგალითად, ბაპტისტები, პროდასავლური პოლიტ-მიტროპოლიტები, ასევე სახალხო დამცველის აპარატი. ქართველი ახალგაზრდობის იმედით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ხელისუფლებაში მოსვლას რევოლუციური გზით გეგმავს და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ეს გამოუვა.
-და ხელისუფლება რას აკეთებს, ბატონო არნო?
-საკუთარი შეცდომების აღიარება და მათ გამო ბოდიშის მოხდა – ძლიერთა თვისებაა, და არა სუსტთა. ნახეთ – ამ დღეებში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, გამოაქვეყნებს ანგარიშს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარებული უზარმაზარი სამუშაოს შესახებ. ეს იქნება ისტორიული დოკუმენტი, განაჩენი სააკაშვილის რეჟიმისა და მისი ყველა ადეპტისთვის, რომლებიც დღემდე აგრძელებენ თავიანთ ძირგამომთხრელ საქმიანობას. დიდი მადლობა თეას – ლომგულ მინიატურულ ქალბატონს, რომელმაც შეასრულა ისტორიული მისია თავისი სამშობლოს – საქართველოს წინაშე.
მაგრამ საზოგადოებაში აუცილებლად გაჩნდება სამართლიანი კითხვა – და თქვენ, ხელისუფლებავ, 13 წლის განმავლობაში იცოდით ეს ყველაფერი და დუმდით?! ამ დამნაშავეებთან კოაბიტაციისკენ მოგვიწოდებდით კანონმორჩილ ადამიანებს?! 13 წლის განმავლობაში ვერ იკმარეთ ნატოსა და ევროკავშირისთვის ხოტბის შესხმა, აქაოდა ჩვენ, ქართველები, ძირძველი ევროპელები ვართო, მანამ, სანამ დღეს ამ ევროკავშირმა თქვენ, ხელისუფლებას, პროკრემლისტები არ გიწოდათ და პენსიაზე გასვლა არ მოგთხოვათ! მხოლოდ დღეს ყვება ხელისუფლება გულისამაჩუყებელ ისტორიებს, თუ როგორ გასცემდნენ ამერიკისა და ევროპის ელჩები, ვაშინგტონისა და ბრიუსელის ჩინოვნიკებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პირდაპირ ბრძანებებს მინისტრებზე, უბრძანებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას, ტყეებში გასვლას, შიმშილით დახოცვას, რუსეთისთვის სანქციების გამოცხადებით! კარგი, ჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, თუმცა კვლავ მენტორის პოზიციიდან, ან მსხვერპლის სახით გამოსვლა – ძალიან არახელსაყრელი პიარია, ხალხს არც მენტორები უყვარს, არც სუსტები და არც განაწყენებულები. ეს ხომ საზოგადოებრივ აზრთან მუშაობის ანბანია. ნუთუ გაუგებარია, რომ უბრალო ბოდიში, საკუთარი შეცდომების აღიარებით, ხელისუფლებას არჩევნებამდე ხალხის სიმპათიებს მოუტანს?!
იგივე – მერის არჩევნებზე. აპრიორი გაუმართლებელ უაზრო გადაწყვეტილებებზე უარის თქმა გაცილებით სასარგებლო იქნებოდა კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ იმიჯისთვის, რეიტინგისთვის, ვიდრე ახალი პროექტების შოუს სტილის პრეზენტაციები, რომლებმაც თბილისელებს მისი წინა საარჩევნო კამპანიების დაპირებები გაახსენა. მხოლოდ ერთი მაგალითი: ბოლო წლებში თბილისის მთავარი პრობლემა გახდა საავტომობილო საცობები. მიზეზი მარტივია – ქალაქის ისედაც ვიწრო ქუჩები კიდევ უფრო შევიწროვდა გაფართოებული ტროტუარების, ავტობუსის ხაზებისა და ველობილიკების გამო. ბასლაინს თბილისელები შეეგუეენ, რადგან კალაძის დამსახურებაა თანამედროვე, კარგად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ რა აზრი აქვს ველობილიკებს, რომლებიც ხან იწყება, ხან მოულოდნელად მთავრდება? ველოსიპედი, როგორც გადაადგილების საშუალება, თბილისში არააქტუალურია, თბილისში ველოსიპედისტები არც იყვნენ (კამო ტერ-პეტროსიანს თუ არ ჩავთვლით), და არც იქნებიან – ბავშვების ველოსიპედით ქუჩაში გაშვება ძალიან საშიშია, ხოლო თბილისის ჰაერი ნამდვილად არაა სპორტისთვის. მდიდრები ველოსიპედებით ქალაქში არ დადიან, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ველოსიპედებისთვის არ სცხელა. სამაგიეროდ, ველოსიპედის ბილიკებზე, სადაც ისინი არსებობს, მოტოციკლები და მოპედები დაქრიან, ხან ტროტუარზე ხტებიან, ხანაც – მანქანებს „ცხვირს უჭრიან“ გზაზე გადმოხტომით. ეს ყველაფერი დიდ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში, ამიტომ ველოსიპედის ბილიკების გაუქმების უბრალო დაპირება კალაძეს ასიათასობით ამომრჩევლის ხმას მოუტანდა.
მაია ჯავახიშვილი – სპეციალურად NEWS FRONT-ისთვის
27.07.2025