საზოგადოება
„თეთრი მოძრაობა“ საიტზე იმპიჩმენტთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ

impiCmentiთბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. „თეთრი მოძრაობის“ პრესცენტრი საქინფორმს ატყობინებს, რომ თეთრების საიტზე( tetrebi.org) მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის ინტერნეტგამოკითხვა თემაზე: „უჭერთ თუ არა  მხარს პრეზიდენტ სააკაშვილის  იმპიჩმენტს“.

„დღეისათვის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო  6 000 რესპონდენტმა. და შედეგი ასე გამოიყურება: ჯერ არ გადაუწყვეტია – 192 მოქალაქე, ანუ 4,2%; წინააღმდეგია – 868 მოქალაქე, ან უ 14%; იმპიჩმენტს მხარს უჭერს – 4 941 ანუ გამოკითხვის  მონაწილეთა  82%. აღნიშნული გამოკითხვა სექტემბრის ბოლომდეგაგრძელდება“, – ნათქვამია  განცხადებაში.