სამართალი
თბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ფოსტის რეორგანიზაციის მიზეზით მომსახურე პერსონალის დიდი ნაწილი სამსახურის გარშე დარჩა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ კახეთის რეგიონში ასზე მეტი ადამიანი დაითხოვეს.
საქართველოს ფოსტას ახალი აქტივებიც დაუმატეს, კერძოდ, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70%-იანი წილი 5-წლიანი მართვის უფლებით. ოფიციალური განცხადებით, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მართვის უფლების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ინიციატორი თავად ფოსტაა.
კულუარული ინფორმაციით კი, ამ გარიგების მთავარი არსი ისაა, რომ მუდამ გაკოტრების რეჟიმში მყოფ ფოსტას, რომლის გაყიდვა ვერაფრით ვერ მოხერხდა, ყოფილ ჩინოვნიკ დავით კეზერაშვილს 5 წლის შემდეგ „ლატარიის კომპანიასთან“ ერთად დაუბრუნებენ.
ცნობისათვის: შპს „საქართველოს ფოსტა“ ქართულ საფოსტო ბაზარზე მთავარი საფოსტო ოპერატორია. კომპანია ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს დაახლოებით 87 000 კვ მ მიწასა და შენობებს საერთო ფართით 100 000კვ მ.