აქტუალური
რატომ იყიდება პოლიკლინიკები

poliklinikთბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაცია 20 ივლისიდან დაიწყო. დღეისათვის პრივატიზებულია 7 პოლიკლინიკა, რომელთაგან რამდენიმე თავად პოლიკლინიკის პერსონალმა შეისყიდა.  როგორც მერიაში აცხადებენ, პოლიკლინიკების პრივატიზაცია  სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჯანდაცვის ამ პირველადი რგოლის შემოსავლიანად გადაქცევის მიზნით ხდება.

დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ პრივატიზება საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობი სქემით მიმდინარეობს. უცნობია, რა პირობებით, რა ფასებში მოემსახურება მოქალაქეებს პრივატიზებული პოლიკლინიკების ქსელი პირველადი ჯანდაცვის პროგრამებით; როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება სადაზღვევო კომპანიასა და პრივატიზებულ პოლიკლინიკურ ქსელს შორის; სამედიცინო პერსონალის დასაქმების რა გარანტიები არსებობს პრივატიზებულ პოლიკლინიკებში.

ექსპერტების აზარით კი, მერიის მხრიდან პოლიკლინიკების პრივატიზების გადაწყვეტილებას  რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი – მერიას სურს ბიუჯეტში პოლიკლინიკების პრივატიზების შედეგად თანხა შევიდეს და მეორე – პოლიკლინიკა გახდეს ბიზნესი. შესაძლოა, ინვესტორმა 5 წლის ვადით პოლიკლინიკას მართლაც შეუნარჩუნოს პროფილი, მაგრამ შემდეგ, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბუნებრივად მოხდეს გადარჩევა. ბაზარზე დარჩება ის პოლიკლინიკა, რომელიც მოახერხებს, ჰყავდეს იმდენი პაციენტი, რამდენიც მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ საქინფორმს ექსპერტი ირაკლი ლიქვინიძე ესაუბრა.