მოსკოვში ქართველი კრიმინალები დააკავეს

თბილისი, 26 აგვისტო,
საქინფორმი. რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში ძვირადღირებული მანქანების გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი ეთნიკური ქართველია. ისინი „BMW X6“-ის გატაცების მცდელობის დროს დააკავეს, რომლის ღირებულება 3 მლნ რუბლზე მეტს შეადგენს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავების დროს ჯგუფის წევრებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც მათ წინააღმდეგ ძალა და სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.