აქტუალური
საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამიმ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.
მედიის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს განცხადება თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე გააკეთა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ნომინაციის წერილი წასაკითხად გადასცა.
„სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, დონალდ ტრამპი მშვიდობას ამყარებს ქვეყნიდან ქვეყანაში და რეგიონიდან რეგიონში“, - განაცხადა ისრაელის ლიდერმა.