სამართალი
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ალექსი ახვლედიანია დაკავებული

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, სწორედ ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა რიჟვაძე, როდესაც გასროლა მოხდა.

უშუალოდ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე კი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს საავადმყოფოში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.