პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში

archevnebi11თბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. პრეზიდენტის პოსტზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

რუსული მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდება, რომლებსაც სოციოლოგიური ჯგუფები ჩაატარებენ. წინასწარი შედეგები კი ხვალ გახდება ცნობილი.

აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე დამკვირვებლებად 108 ადამიანი ჩავიდა. რეგისტრირებულია 400 ათასამდე ამომრჩეველი. 
სულ აფხაზეთში 35 საარჩევნო ოლქი და 172 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო დაინიშნა.