სამართალი
ცესკო პარტიებს მიმართავს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პროცედურები დროულად განახორციელონ

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ცესკო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობით, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

ცესკო-ს ცნობით, პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით კომისიას განცხადება უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 17 ივლისისა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს – ოქტომბრის პირველ შაბათს.

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობით, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები.

შეგახსენებთ, რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38[1] მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკო-ში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.