აქტუალური
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაშია ნათქვამი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილეები ამ დროისთვის არიან: ლაშა დარსალია, ვლადიმერ კონსტანტინიდი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხათუნა თოთლაძე.

ამასთან, რაც შეეხება ლაშა დარსალიას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დარსალია 2021-20024 წლებში მუშაობდა.