აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია პირველი ივლისიდან მოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.