აქტუალური
გიორგი ვაშაძე დაკავებულია

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ და მას ბრალის დადგენილება გააცნეს.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.