პოლიტიკა
ალიევმა პუტინს რუსეთის დღე მიულოცა

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის დღესთან დაკავშირებით მილოცვის წერილი გაუგზავნა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს, რომელშიც აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთმხარდაჭერა, იტყობინება აზერბაიჯანის ლიდერის პრესსამსახური.

ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და კეთილი სურვილები ეროვნულ დღესასწაულთან - რუსეთის დღესთან დაკავშირებით. აზერბაიჯანისა და რუსეთის ხალხებს უხსოვარი დროიდან აკავშირებთ მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობები“, - ნათქვამია დეპეშაში, რომლის ტექსტიც აზერბაიჯანის ლიდერის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

მილოცვაში აღნიშნულია, რომ „დღეს ეს კეთილი ტრადიციები ქმნის საიმედო საძირკველს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მრავალმხრივი განვითარებისა და ფართო სპექტრის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრული ქვეყნების და ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განსამტკიცებლად და მრავალმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით“, – ნათქვამია ტექსტში.

ალიევმა პუტინს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, რუსეთის მოქალაქეებს კი – კეთილდღეობა და აყვავება.