აქტუალური
საქართველოს საგარეო უწყება ლიბიის შესახებ

sagareo-saqmeta-saminთბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იგი 23 „მიესალმება ლიბიელი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის, რომელიც უკანასკნელ დღეებში გადამწყვეტ სტადიაში შევიდა“.

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი „მხარს უჭერს ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ძალისხმევებს ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, ისევე, როგორც ნატოს ძალისხმევას,  „დიქტატორ კადაფისაგან“ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.

„ვიმედოვნებთ, რომ ლიბიელ ხალხს მალე მიეცემა საშუალება, დაიცვას შელახული უფლებები და გამოხატოს თავისუფალი ნება ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, –  ნათქვამია განცხადებაში. – საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე ბევრჯერ გამოსცადა ომისა და შიდა დაპირისპირების დამანგრეველი ძალა, კარგად იცის მშვიდობისა და დემოკრატიის ფასი“.