სამართალი
რატომ არ რეაგირებენ ფიფა და უეფა, როცა გუნდის წინააღმდეგ მსაჯიც თამაშობს?!
aqtualuri_magdaთბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული 2010-2011 წლის სეზონზე საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ გახდა, რომელიც საფეხბურთო წესების თანახმად, ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა და გათამაშებას მეორე საფეხურიდან შეუერთდა.
კიშინიოვის „დაჩიას“ ბარიერის დაძლევის შემდეგ იმერლები ავსტრიულ გრაცის „შტურმს“ დაუპირისპირდნენ, სადაც ორი მატჩის ჯამში 2:1 წააგეს და, ასევე, საფეხბურთო წესების შესაბამისად, ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გადმოერთვნენ, სადაც წილისწყრამ მათ მეტოქედ ბელგიური „ბრიუგე“ მიაკუთვნა. „ზესტაფონმა“ მოლდოვაში 2:0 წააგო, მატჩის დასრულების შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულ ქართველებს „დაჩიას“ მწვრთნელები და ფეხბურთელები მიუცვივდნენ. შედეგად – ქართველ ფეხბურთელ გიორგი ხიდეშელს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
ამ ყველაფერს რეაგირება არ მოჰყოლია. კლუბი, როგორც ამბობენ, აპირებს საჩივრის დაწერას, მაგრამ უმაღლესი ინსტანციები – ფიფა და უეფა, უმეტესწილად, მსაჯის ქმედებებს ნაკლებად მნიშვნელოვან შეფასებებს აძლევენ. ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი კი ბევრჯერ გააკრიტიკეს საქვეყნოდ, კორუმპირებულ საქმეებშიც კია ეჭვმიტანილი, მაგრამ ვის ხელთაცაა ბერკეტი, ის ხომ არ დასჯის თავის თავს?
მსგავსი შემთხვევების უგულებელყოფის გამო ხდება სწორედ, თუნდაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, ქართული ფეხბურთის დამცირება საერთაშორისო არენაზე.
ფაქტია, რომ ფეხბურთს, უმეტესწილად, სწორედ მაღალი ინსტანციების ჩინოვნიკები ღუპავენ, რომლებიც ფიფასა და უეფაში მუშაობენ, ამიტომ არც სარჩელის გადაგზავნს აქვს აზრი. ამ ამბავს კი რუსული მედიაც გამოეხმაურა და პუბლიკაციაც გამოქვეყნდა სათაურით „Когда против команды работает судейская команда“.