საზოგადოება
თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
„ლეიბორისტულმა პარტიამ წლების მანძილზე თავისი პრინციპული და თავდაუზოგავი ბრძოლით შეძლო პოლიკლინიკების ხალხისთვის შენარჩუნება. ახლა მოგიწოდებთ თქვენ, რომ მთელი პრინციპულობით წამოიწყეთ ბრძოლა ამ ძალადობის წინააღმდეგ; გახსენით საველე პოლიკლინიკები პირდაპირ ავლაბრის რეზიდენციასთან და დაანახვეთ ხელისუფლებას მისგან დაავადებულ და უუფლებოდ მიტოვებულ რამდენ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება.
გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა უნდა ისწავლონ და შეძლონ ბრძოლების წარმოება ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ.
გვინდა, იცოდეთ და გჯეროდეთ, რომ ასეთი პატარ-პატარა ბრძოლები მიგვიყვანს დიდ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ნესტან კირთაძემ.