საზოგადოება
თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის სანიტარიული სამსახური აცხადებს, რომ ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას ხელს ოფიციალური თბილისის პოზიცია უშლის.
განცხადებამდე რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ მოსკოვში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავას შეხვდება და საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის განახლების საკითხს განიხილავს. შეხვედრა 26 აგვისტოს შედგება.
„ეს უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში მხარეების მეორე შეხვედრაა, რაც ადასტურებს რუსეთის სანიტარიული სამსახურის ქმედებათა თანმიმდევრულობას შექმნილი სიტუაციის გადასაწყვეტად საქართველოდან ღვინისა და სხვა პროდუქტების შეტანასთან დაკავშირებით და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადეს უწყებაში.