პოლიტიკა
თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ წარმომადგენლები განმარტავენ, საპროტესტო აქციები თურქეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში გაიმართება და მათ მხარს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მოსახლეობა დაუჭერენ.
მათივე თქმით, საქართველოში ამ აქციებს მხარდაჭერას ახალგაზრდული ორგანიზაცია „ივერიელები“ და მოძრაობა „თეთრების“ ახალგაზრდული ფრთა უცხადებენ, რომლებიც პარალელურ რეჟიმში აქციებს ემიგრანტებისა და ევროპული არასამთავრობოების მხარდასაჭერად გამართვენ.
ორგანიზაციაში აქციების თარიღებს ჯერჯერობით არ ასახელებენ, რათა, მათივე განმარტებით, „ქართული საელჩოსა და საკონსულოს მხრიდან ქართველ ემიგრანტებზე ზეწოლა არ მოხდეს“.