პოლიტიკა
გრიგოლ ქათამაძე: „საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები მალე გახდებიან“

qatamazeთბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ელჩმა უკრაინაში გრიგოლ ქათამაძემ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „დარწმუნებულია, საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები მალე გახდებიან“.

„უკრაინა მომავალს მყარად და მშვიდად შესცქერის და წინ მძლავრი ნაბიჯებით მიიწევს. ამ საიუბილეო დღეებში მინდა, უკრაინასა და უკრაინელ ხალხს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, არც ისე შორსაა დრო, როდესაც უკრაინა ევროპასა და ევროკავშირში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, ისევე, როგორც საქართველო“, – განაცხადა ქათამაძემ.