„უკრაინაში მინსკის შეთანხმებების უარყოფას ისევე ინანებენ, როგორც საქართველოში დღემდე ნანობენ, რომ შევარდნაძემ ელცინის წინადადება უარყო, ანუ: ფსოუდან გაგრის ჩათვლით - არძინბას ხელისუფლება, ენგურიდან სოხუმის ჩათვლით - თბილისის იურისდიკცია, შუაში - რუსული ჯარი ადმირალ ბალტინის მეთაურობით.
„რატომ, ბატონო ედუარდ?!“ - ვკითხე ბატონ ედუარდს.
„მაშინ საქართველოში ისედაც ბევრი რუსის ჯარი იყო (სამხედრო ბაზებს გულისხმობდა - ა.ხ.), კიდევ ერთი დივიზია შემომეყვანა?! ხალხი ვერ გამიგებდა, არნო!“ - მიპასუხა პენსიონერმა პრეზიდენტმა.
„და ასე ხომ გაგიგოთ ხალხმა ...“- ჩავეკითხე ხმადაბლა, მაგრამ ამ რიტორიკულ კითხვაზე ამბროსიევიჩმა პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა.
სამაგიეროდ, გარედან მანანა არჩვაძე-გამსახურდიას „ქალთა გვარდიის“ - შეძახილები ისმოდა: „ შე - ვარდ- ნა -ძე - სა -ტა-ნა!“
ეს კრწანისის გაკვეთილი სტამბოლში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდის წინ გამახსენდა, სადაც უკრაინელები უაზროდ ჯიკაობენ. საბოლოოდ ტერიტორიებს მაინც დაკარგავენ, ომი კი გაგრძელდება და, შესაძლებელია, უფრო მასშტაბური გახდეს...“, - წერს თავის ფეისბუქ-გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.
02.06.2025
საქართველო, თბილისი