უცხოეთი
საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. რუსეთს სჭირდება უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და სტრატეგიული სტაბილურობა, – ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
კარასინის თქმით, რუსეთს არ სურს, რომ ნატო მის საზღვრებს მიუახლოვდეს. რუსი დეპუტატის განცხადებით, სტამბოლში მოლაპარაკებების ირგვლივაც კი დიდი თამაში მიმდინარეობს.
„წვრილმანები, თავაზიანი ენით რომ ვთქვათ, უფრო უხეში გამონათქვამების გამოყენების გარეშე. თუმცა ჩვენ მომთმენები ვართ, როგორც ქვეყანას, გვაქვს უფლება, გვსურდეს საკუთარი თავისთვის სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფა და სრულიად გულგრილი ვართ, თუ რა თამაშის ტაქტიკას გამოიყენებენ კიევის რეჟიმის ირგვლივ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
1tv.ge