პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ომი და მშვიდობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

   საქართველო წავა არ იქ, სადაც ომია, არამედ იქ, სადაც მას პატივს სცემენ

   საქართველოს მზიანს უწოდებენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას გულუხვად მოეფინება მზე - აფრიკულ უდაბნოში ბევრად მეტი მზეა! არამედ იმიტომ, რომ საქართველოში მზე არ გწვავს, გეალერსება! წყალი და ღვინო, სიმღერები და ტაძრები – აქ ყველაფერი მზით, ანუ სიყვარულით არის გაჟღენთილი. საქართველო სიყვარულისგან, სიყვარულზე და სიყვარულით შეიქმნა, ამიტომ მუდამ იზიდავდა უცხოტომელებს, ვისაც სიყვარული აკლდა. სიყვარული ხომ ფული არ არის, სიყვარული სიკეთეა, ხოლო საქართველოს უცხოტომელები ძალიან ბოროტად ექცეოდნენ...

   თუმცა ბოროტები იყვნენ თავად ქართველებს შორისაც, რომლებიც მტრებს ციხის კარებს უღებდნენ და ქართველ ბავშვებს ჰყიდდნენ. ხარბი უსამშობლოები დღემდე ჰყიდიან საქართველოს „ოცდაათ ვერცხლად“, სიავითა და შურით! უსამშობლო ქართველები - იგივე ჯიშისა და ჯილაგის არიან, რაც უკრაინელი ბანდერელები. სწორედ უსამშობლო ქართველების გამო დაკარგა საქართველომ ტერიტორიის 20%, ასევე უკრაინამ ბანდერელების წყალობით დაკარგა ტერიტორიის 20%, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართველი და უკრაინელი უსამშობლოები საკუთარ თავებს ჭეშმარიტ პატრიოტებად და ლამის ერის გენოფონდად მიიჩნევენ!

   საერთაშორისო კლასიფიკაციით, უსამშობლო ქართველები და უკრაინელი ბანდერელები — პროვინციული ნაცისტები და ქსენოფობები არიან. დღეს საქართველოში ისინი რადიკალურ ოპოზიციაში გაერთიანდნენ, უკრაინაში კი მოახერხეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება და შექმნეს ტერორისტული „კიევის სახელმწიფო“. ნიშანდობლივია, რომ მათ მხარს უჭერენ უცხოელი მენტორი-კურატორები, რომლებიც 35 წლის განმავლობაში ქართველებს ნოტაციებს უკითხავდნენ დემოკრატიაზე, თითქოს რასიზმი, ნაციზმი, ფაშიზმი, ინკვიზიცია და ათობით გენდერი არა ევროპასა და აშშ-ში, არამედ საქართველოში იშვა! თითქოს ქართული რადიკალური ოპოზიცია რაიმეთი განსხვავდებოდეს სააკაშვილის რეჟიმის ჯალათებისგან, რომლებსაც ევროპა და ამერიკა 9 წელი „დემოკრატიის შუქარას“ იძახდნენ და მხოლოდ 2012 წელს, ნაცების პათოლოგი სადისტებისა და კაციჭამიების მიერ ჩადენილი წამებისა და მკვლელობის ამსახველი 30 ათასი ვიდეოს ნახვის შემდეგ, უგულებელჰყვეს.

   მანამდე კი საქართველოში, კათოლიკოს-პატრიარქის განმარტებით, „მზიანი ღამე“ იდგა - იყო ომი, თანაც - არაერთი. მშვიდობა საქართველოში მისი ამჟამინდელი უმაღლესი ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის წყალობით დამკვიდრდა, რომელსაც ძალიან ცოტა ერთგული მეგობარი ჰყავდა, მაგრამ ჰქონდა ბევრი ფული, რომლითაც უსამშობლო ქართველები მოისყიდა და სააკაშვილი მარტო, თავის კაციჭამიებთან დატოვა. მაგრამ უსამშობლო ქართველებმა „ქართული ოცნების“ სისხლი მოწამლეს და ივანიშვილის მიერ შექმნილ მმართველ პარტიასთან ალიანსი გაწყვიტეს. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მარტო დარჩა, მაგრამ მისი „აქილევსის ქუსლი“  არა ეს გარემოებაა, არამედ ანგარებიანი, ორპირი და ქედმაღალი კონფორმისტების ბალასტი. დიახ, ესენიც უსამშობლო ქართველები არიან, ქსენოფობები და უცხოეთის აგენტები, როგორც ოპოზიციაში, ოღონდ უფრო შორსმჭვრეტელები, რომლებმაც წინდახედულად გადაინაცვლეს სააკაშვილის „ნაცმოძრაობიდან“ ივანიშვილის „ოცნებაში“.მათი ბრალია, რომ მხოლოდ დღეს, და არა ცამეტი წლის წინ გადაიწმინდა ქართველთა მზერა ევროატლანტიკური ილუზიის ნისლისგან და საქართველო კვლავაც დაუბრუნდა ტაძრისკენ მიმავალ გზას. ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია, თუ ისევ ომი არ ატყდა. ხოლო ომი აუცილებლად დაიწყება, თუ ოპოზიციაში გაერთიანებული უსამშობლო ქართველების  ჯგრო მოქმედ ხელისუფლებას დაამხობს.

    დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, არ გააკეთოს პროგნოზები მომავალთან დაკავშირებით და, დასავლეთის ინსტრუქციების გაუთვალისწინებლად, ყოველდღიურად აკეთოს ის, რაც უკეთესია საქართველოსთვის, მისი ეროვნული ინტერესებისა და მრავალეროვანი ქართველი ხალხისთვის. პური ჩვენსა არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს - გვასწავლის „მამაო ჩვენო“. საქართველოსთვის და ქართველებისთვის არ არსებობს უფრო შორსმჭვრეტელი პოლიტიკური სტრატეგია, ვიდრე დღევანდელით ცხოვრება და უფლისთვის მადლობის მიძღვნა ყოველი განვლილი დღისათვის! მხოლოდ ქედმაღლები სახავენ მომავლის ამბიციურ გეგმებს, რომელიც შეიძლება არც დადგეს, რადგან მომავალი ღვთის და არა ადამიანის ხელშია. მათ მხოლოდ ღმერთის განრისხება და ამით საკუთარი მომავლის განადგურება შეუძლიათ!

   „ქართული ოცნება“ დაიშლება ბიძინა ივანიშვილის გარეშე, საქართველო კი დაიშლება უმაღლესი ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე. არავინ დაასახელებს სხვა კანდიდატს, რომელსაც დღეს შეუძლია ქართული სახელმწიფოს მართვა. ოპოზიციამ საკუთარი თავის გაერთიანება ვერ შეძლო, მით უმეტეს -  საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გაერთიანებას და მისი წინამძღოლობას ვერ შეძლებს! იმიტომ, რომ უსამშობლო ქართველებს ყველაზე მეტად ... ქართველები სძულთ!

   საქართველო ივანიშვილის გარეშე იგივეა, რაც ხომალდი კაპიტნის გარეშე. საქმე მხოლოდ იმ მილიარდებში როდია, რომელიც მან სამშობლოს აჩუქა, ან იმ მილიარდებში, რომლებიც მას დარჩა. შეიძლება ბევრი იბუზღუნო ხელისუფლებაზე, რომელსაც გარდუვალად დატოვებენ ისინი, ვისთვისაც ამბიციები და ანგარება გონიერებაზე მაღლა დგას. მათი ყოფნა „ქართულ ოცნებაში“ ყოველ დღე აკნინებს ხელისუფლებას უფრო მეტად, ვიდრე მთლიანად რადიკალური ოპოზიცია. თუ ისინი თავად არ წავლენ, ამაზე ივანიშვილი იზრუნებს. მაგრამ, თუ ივანიშვილი დატოვებს საქართველოს, უცხოელი ინტერვენტების მიერ დაქუცმაცებული და ადგილობრივი გავლენის აგენტების - თანამედროვე ქართველი ფეოდალების მიერ გაძარცვულ ქვეყანაში სამოქალაქო ომი გაჩაღდება, ისინი კი ქართლისა და კახეთის, გურიისა და სამეგრელოს, თბილისის, ქუთაისისა და სხვა გუბერნიების მარიონეტულ მმართველებად გადაიქცევიან.

   რა შეიძლება უწოდო ადამიანს, რომელმაც თავისი ქონება, სიცოცხლე და ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, როგორც ივანიშვილმა 2012 წელს, როცა სააკაშვილს ომი გამოუცხადა და შექმნა პარტიული ალიანსი, რათა რეჟიმი არჩევნებით დაემარცხებინა?

   რა შეიძლება უწოდო ადამიანს, რომელიც დაუპირისპირდა ევროკავშირს, ნატოს და აშშ-ს, სანქციების ქვეშ მოექცა და მილიარდობით დოლარი დაკარგა, რათა საქართველო არ გადაქცეულიყო კოლონიად, სადაც ქართველი „მამაკაცი“ ქართველ „მამაკაცს“ მიჰყვება „ცოლად“? საქართველო ნაცარტუტად რომ არ ქცეულიყო სარაკეტო დარტყმის შედეგად? რათა ქართული ტაძრები არ დანგრეულიყო, როგორც ბელგრადში? რათა თბილისს არ გაეზიარებინა მარიუპოლის ბედი და მისი მოსახლეობა არ დახოცილიყო ბნელში, შიმშილითა და სიცივით?

   რამდენმა მდიდარმა ქართველმა გააკეთა საქართველოსთვის ის, რაც ივანიშვილმა? ვინ, გარდა ივანიშვილისა, შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის ჯალათებისა და მკვლელების ლეგიონი? არავინ, ამიტომ ივანიშვილს თამამად შეიძლება ეწოდოს ეროვნული გმირი. ივანიშვილი არაა ბაობაბი, რომელიც ათასობით წელს ცოცხლობს, მაშ ვისთვის, თუ არა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის, შექმნა მან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი და ასობით მილიონი დოლარი დახარჯა იქ უნიკალური ხეების მიწითა და ზღვით ჩასატანად, რისთვისაც უსამშობლო უჯიშო ქართველებმა თავისი მოკლე ჭკუით აბუჩად აიგდეს?! ღარიბი მშრომელი ოჯახისშვილი სოფელ ჭორვილიდან მილიარდერი გახდა „ველურ“ 90-იან წლებში, მაგრამ რუსულმა კრიმინალმა, რომელმაც იტალიური მაფიაც კი დააშინა, ვერ დააჩოქა ივანიშვილი! გუშინ კიდი - აშშ-ს სახმდივანმა და ელჩითურთ...

იმის ნაცვლად, რომ პრობლემებს გაქცეოდა — გაცლოდა საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არხეინად ეცხოვრა! - ივანიშვილი თავის ოჯახთან ერთად საქართველოში დარჩა და მტერს ომი გამოუცხადა. მთავარია, თავიანთი შავბნელი საქმე ისევ არ ითამაშონ ვერაგმა უსამშობლო ქართველებმა - გამყიდველმა მოღალატეებმა, ვიგინდარებმა და არამზადებმა, რომლებიც ოდითგანვე ციხეთა კარებს მტერს შიგნიდან უღებდნენ „ოცდაათი ვერცხლის“ სანაცვლოდ. ეს მათ - უჯიშო უსამშობლო ქართველებმა გაუღეს თბილისის კარიბჭე ხვარაზმის სულთან ჯალალ ედ-დინს, ეს მათ მოკლეს ბადრი პატარკაციშვილი, გურამ შარაძე და სხვა მრავალი, ვისაც შეეძლო სათავეში ჩასდგომოდა საქართველოს და ვისაც ქართველი ხალხი გაჰყვებოდა! კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასწაულებრივად გადაურჩა პროვინციელ ნაცისტებს, მაგრამ ხნოვანებაში აღარ შეუძლია ბრძოლაში ჩაბმა. ილია მეორეს განსაკუთრებით არ სურს ქართველების გახლეჩა -  დაპირისპირება, ამიტომაც, როცა 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი ვეტერანებს მიულოცა, იმავე მისალოც წერილში ევროკავშირსაც მიულოცა დაბადების დღე.

   ზემოთქმულიდან გამომდინარე, კრემლი დაელაპარაკება მხოლოდ ივანიშვილს, რადგან იცის - მხოლოდ მისი ნდობა შეიძლება, ადამიანს, რომელმაც პრემიერ-მინისტრად გახდომისთანავე რუსეთთან სატრანსპორტო, სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები აღადგინა, ასევე დააფუძნა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში. ივანიშვილმა კარგად იცის - რუსეთი მეზობელია, რომელიც პირველთაგანი მოვა გასაჭირში. რაც შეეხება სტატუსს — ტყუილუბრალოდ როდი გავიმეორე „საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელი“ (ალი ჰამენეის ანალოგიით ირანში, სადაც არსებობს ასეთი ოფიციალური თანამდებობა, და დენ სიაოპინის ანალოგიით ჩინეთში, სადაც ასეთი თანამდებობა არ არსებობს).

   ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით, "ვალი--ასრის (ირანელი შიიტ მუსლიმების მიერ მესიის მოლოდინში) დიდი დაფარის" პერიოდში, ირანნის ისლამურ რესპუბლიკაში უმმას - რელიგიურ თემსა და საზოგადოებას უნდა მართავდეს მამაცი, სამართლიანი, გონიერი, მართვის უნარის მქონე ფაქიჰი (ლიდერი), რომელიც ამ თანამდებობაზე ინიშნება ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის 107- მუხლის თანახმად.

   ასეა თუ ისე, დღეს ქართველთა უმრავლესობა კვლავაც ისტორიულ მეხსიერებას ეყრდნობა და არა ლგბტ წესდებას და ირჩევს ქართულ, და არა ევროატლანტიკურ ნაცისტურ ჰომოსექსუალურ ნეოლიბერალურ ღირებულებებს. 35 წლის განმავლობაში ქართველები ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც დასავლეთი უბრძანებდა, მაგრამ კინაღამ გაქრნენ რუკიდან საქართველოსთან ერთად, ამიტომაც გამოცდილება და ისტორიული მეხსიერება კარნახობთ: ერთადერთი სწორი არჩევანი — ღირებულებითი, და არა გეოპოლიტიკური ვექტორია. ქართველებს ახლა რუსების, აფხაზების, ოსების კი არ უნდა ეშინოდეთ, ჩვენი ხალხები უნდა გათავისუფლდნენ წარსული შეცდომებისა და შიშების ტვირთისგან, რადგან სასწაულებრივად გადაურჩნენ დასავლეთის მიერ მმათვის გამზადებულ დაღუპვასა და გადაჯიშებას. 2012 წლიდან ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებულიყო, მაგრამ ევროკავშირმა და ნატომ საქართველო უგულებელჰყვეს — აქოდა, ჩოხაში გამოწყობილი კავკასიელი ველურები ცივილიზებულ ევროპას არ იმსახურებენ, მათ ნატო არ სჭირდებათ, ხანჯალსაც იკმარებენ, დაე ჯერ შეასრულონ ჩვენი ცისფერი ინსტრუქციები და მოგვცენ საშუალება, ჩავატაროთ სასამართლოების ვეტინგიო! ახლა კი, როცა საქართველომ თავად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი ამ სტრუქტურებში, დასავლეთმა განგაში ატეხა! თურმე, ისინი საქართველოს მიღებას კი არ აპირებდნენ, არამედ თვითონ აპირებდნენ საქართველოში შემოსვლას!

   ამიტომ არავის აქვს უფლება შემდგომი ქმედებებისთვის უსაყვედუროს ქართველ ხალხს, "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს. ამიერიდან ქართველებისთვის მთავარი კრიტერიუმი მეგობრების არჩევაში გეოპოლიტიკა კი არა, ღირებულებებია: ჩვენი მეგობრები იქნებიან ისინი, ვისაც ვუყვარვართ და პატივს გვცემს, ვინც არ უნდა იყო ის, და არა "მეგობარი აქტით" დანიშნული "საქართველოს მეგობართა ჯგუფები" ამერიკის კონგრესსა და ევროპარლამენტში.

   35 წლის შემდეგ საქართველოს თავზე ისევ ამოდის მზე და პატრიარქის "მზიანი ღამე" ნამდვილი განთიადით შეიცვალა! რა თქმა უნდა, უსამშობლო უჯიშო ქართველები ჯერ კიდევ მრავლად არიან - როგორც ბანდერელები უკრაინაში! ისინი აგრესიულები არიან და პროვოკაციებზე მიდიან, ამიტომ თავდაპირველად საჭიროა ეროვნული ნარატივების გადატვირთვა. საქართველოს არ უნდა შეუშინდეს საკუთარი შეცდომების აღიარებას, აფხაზეთს კი - სხვისი დანაკლისის ტკივილის მიღებას, ხოლო რუსეთს — დაკარგული ძმობის ტკივილის. შიშს მხოლოდ სიყვარული ამარცხებს — სიყვარული, რომლისგანაც შექმნილია საქართველო! არა პათოსური და დიპლომატიური, არამედ ნამდვილი სიყვარული, რომლის ამოუწურავ მარაგსაც თბილისი ინახავს, სადაც ერთ გოჯ მიწაზე საუკუნეების განმავლობაში სიყვარულით თანაცხოვრობს ქართული მართლმადიდებლური და სომხური გრიგორიანული ეკლესიები, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესია. საკმარისია გადავხედოთ ქართულ, აფხაზურ და ოსურ საფეხბურთო გუნდებს, საქართველოს ნაკრებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, გავიხსენოთ სახელგანთქმული ჩემპიონების ეროვნება, რომლებმაც ასახელეს საქართველო ოლიმპიური ოქროთი და ოქროს მედლებით მსოფლიო ჩემპიონატებზე, და ყველაფერი უსიტყვოდაც ნათელი გახდება!

  ბლოგერებისა და ინტერნეტ-პროპაგანდის დრო წარსულს ბარდება — წინა პლანზე ინაცვლებს გულთა შორის ხიდები, რომელზეც წარსულის შიშისგან გათავისუფლებული ახალგაზრდები ერთმანეთს შეხვდებიან! რადგან საქართველო -  არა დერეფანი, არამედ ხიდია, რომლის ფუნქციაც არის ხალხებისა და ქვეყნების დაკავშირება, საქართველოს დაკავშირება მსოფლიოსთან და მსოფლიოსი — საქართველოსთან! ამიერიდან ქართველები ირჩევენ პარტნიორობას, და არა მორჩილებას, მშვიდობას და არა ომს!

 ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს და არა გრანტებს. ქართველები ამაყობენ თავიანთი იდენტობით და არ სურთ შესვლა კლუბში, რომლის დრესკოდიც კრძალავს ქართულ ჩოხას, სადაც ჩვენი სიწმინდეები და წმინდანები დაცინვის და ეჭვის საგანია, ხოლო ჩვენი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა — ევროპული "დემოკრატიის" დაბრკოლება!

   ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ღირებულებითი ვექტორი ემთხვევა რუსეთისას — მართლმადიდებლობა, ოჯახური ღირებულებები, მშობლებისადმი პატივისცემა, ორი სქესი და არა ათობით გენდერი, ქორწინება როგორც ქალისა და კაცის კავშირი, დიდი სამამულო ომის გმირებისადმი მოწიწება. რუსეთი — მოკავშირე ერია, რომელთანაც ქართველები საუკუნეების განმავლობაში ვიყოფდით პურს, კულტურასა და გამარჯვებას! ამიტომ დღეს საქართველო მზად არის გადაიხედოს ორიენტირებს — არა შიშისგან, არამედ სიმწიფისგან. პატიოსანი პოლიტიკა გულისხმობს დიდისა და პატარას თანასწორობას — ეს არის დემოკრატია, და არა ის გახრწნილი პროდუქტი, რომელიც ბრჭყვიალა შეფუთვით შემოჩეჩებასაც ჩვენთვის ლამობდნენ საბჭოთა კავშირის ლიკვიდატორები.

   დიდი ილუზიების დრო დასრულდა — იწყება დიდი გულწრფელობის ეპოქა და საქართველო წავა არა იქით, სადაც ხმამაღლა გაჰყვირიან და ომობენ, არამედ იქით, სადაც ის უყვართ და პატივს სცემენ!

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმის" გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და ინფორმაციული პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

26.05.2025
საქართველო, თბილისი