აქტუალური
საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა სასიამოვნოა, ველოდებით მის სიტყვით გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველთვის სასიამოვნოა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა. მოუთმენლად ველოდები მის სიტყვით გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“, -წერს ვიქტორ ორბანი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობს და სიტყვით გამოვა.