პოლიტიკა
მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციას შენობიდან გამოსახლება ემუქრება

sekcia_interesovთბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია მუშაობას აგრძელებს. როგორც სექციაში განმარტავენ, „ამ დროისთვის ელექტროენერგია მიეწოდებათ და სრული დატვირთვით მუშაობენ“. მათი თქმით, „ყოველდღიურად საკმაოდ ბევრ მოქალაქეს ემსახურებიან“. თუმცა სექციაში არ აქვთ ინფორმაცია, დაიფარა თუ არა ელექტროენერგიის მოხმარებისთვის დაგროვილი დავალიანება.

პარალელურად, დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააქციო საზოგადოება „ოსტოჟენკის ბიზნესცენტრი“ მისი კუთვნილი შენობიდან შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის გამოსახლებასა და დაგროვილი დავალიანების გადახდას ითხოვს. „ოსტოჟენკის ბიზნესცენტრმა“ შესაბამისი სარჩელით სასამართლოსაც მიმართა.