საზოგადოება
თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ნიკოლოზ სააკაშვილი ჯო უილსონს შეხვდნენ

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში, სადაც პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ კონგრესსა და სენატში.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ასევე შეხვდნენ ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებს და შეხვედრა დაგეგმილი აქვთ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაშინგტონში. კონგრესისა და სენატის გარდა, ასევე შევხვდით უმაღლეს დონეზე ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებს, სადაც უშუალოდ იქმნება ამერიკული პოლიტიკა. ასევე შეხვედრა გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტში. მაშინ, როდესაც ივანიშვილო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველო კვლავ იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში, იყოს ამერიკულ დღის წესრიგში, რომელთან ურთიერთობაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა თუ .. ამიტომ, ერთადერთი, იმისთვის, რომ ყველა ეს სარგებელი მივიღოთ და მხოლოდ სანქციები კი არ ამოქმედდეს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, არამედ მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რასაცმეგობარი აქტიგვთავაზობს საქართველოს და ქართველ ხალხს, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რაც დაგვაბრუნებს დემოკრატიის გზაზე, აღადგენს ჩვენს ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან და არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან მოთანამშრომლე ივანიშვილს აქვს შანსი ურთიერთობის აღდგენის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.