რელიგია
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას უსურვებს კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში.
„საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას.
ვუსურვებთ მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში”, - აღნიშნავს პრემიერი.