პუბლიკაციები
„საქინფორმი“ გილოცავთ დიადი გამარჯვების 80-ე წლისთავს!

საქართველო, 9 მაისი, საინფორმი. „ყველაფერი, რაც ხდებოდა და დღესაც ხდება ამ სამყაროში, დაკავშირებულია დიდი სამამულო ომში საბჭოთა ხალხის დიად გამარჯვებასთან. დამარცხებულებს სურთ რევანშის აღება და საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის – რუსეთის ფედერაციის დამარცხება, მათ შორის მეორე ფრონტის მოკავშირეებსაც. რუსეთი კი, რომელმაც უკვე ყველაფერი გაიღო, რაც შეეძლო, ახლა საკუთარ საზღვრებს იცავს. დასავლეთმა შეინარჩუნა ნატო – ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის საპირწონედ, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს. ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნები დღეს დასავლეთისთვის ბუფერულ ზონად და მის მარიონეტებად იქცნენ, რუსეთს კი ევროპაში მხოლოდ რამდენიმე მეგობარი შემორჩა.

მაგრამ რუსეთს ჰყავს სტალინი, მისი მემკვიდრეობა, და რაც უფრო მეტს გააცნობიერებენ და აღიარებენ ყოფილი სსრკ-ის ხალხები სტალინის სამართლიან საქმეს, მით უფრო გაძლიერდებიან და მით მალე დაამარცხებენ ნეოფაშისტებს.

საქინფორმი“ ულოცავს გამარჯვებულებს – თანამემამულეებს – სსრკ-ის ყველა ხალხს – დიადი გამარჯვების 80-წლისთავს!

ვაშა, ამხანაგებო!

არნო ხიდირბეგიშვილი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, შიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

9 მაისი, 2025 წელი
საქართველო, თბილისი