პუბლიკაციები
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვ.ვ. პუტინის მისალოცი გზავნილი დიდი სამამულო ომის ვეტერანებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი.

 

ძვირფასო ვეტერანებო!

პატივცემულო საქართველოს მოქალაქენო!

 

   გულითადად გილოცავთ ჩვენს საერთო დღესასწაულს - დიდი გამარჯვების 80 წლისთავს.

ამ საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის.

   ჩვენს ქვეყნებში არასოდეს დაივიწყებენ დიდ გმირობებს და უმძიმეს განსაცდელებს, რომლებიც დაატყდა თავს გამარჯვებულთა თაობას - ჩვენს მამებსა და ბაბუებს, რომლებიც მამაცურად მხარდამხარ იბრძოდნენ დამპყრობლების წინააღმდეგ ფრონტზე და დაუღალავად შრომობდნენ ფრონტის ზურგში, აახლოებდნენ ნაციზმზე გამარჯვებას.

   დღეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა - შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენს შთამომავლებს ჩვენთვის ნაანდერძევი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კეთილი ტრადიციები, არ დავუშვათ ჩვენი საერთო ისტორიის დიდებული ფურცლების დავიწყება და შუღლის დათესვა რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის.

მთელი სულით გისურვებთ თქვენ, პატივცემულო ვეტერანებო, ჯანმრთელობას, სულიერ სიმხნევეს და დღეგრძელობას, საქართველოს ყველა მოქალაქეს კი მშვიდობას, კეთილდღეობასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას.

ვ.პუტინი
მოსკოვი, კრემლი