საზოგადოება
2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 18 749-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 79.2 მლნ ლარი გაიცა

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 612 ათასი ადამიანია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 18,749-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 79.2 მლნ ლარი.

საპენსიო აქტივების ღირებულება კი შეადგენს 6.7 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მლრდ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნულია საპენსიო ფონდის ინფორმაციაში.