სამართალი
საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. თბილისში, სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა.
როგორც ცნობილია, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.