პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კოკოითს შეხვდა

narishkinთბილისი, 22 აგვისტო. საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელ ლიდერ ედუარდ კოკოითს შეხვდა.

„განხილულ იქნა ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, მათ შორის, ეკონომიკის სფეროში... მოლაპარაკებების დროს დიდი ყურადღება მიექცა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას რესპუბლიკაში [13 ნოემბერს] დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, – ნათქვამია კრემლის პრესრელიზში.

ნარიშკინმა განაცხადა, რომ  „სახელმწიფო მეთაურის არჩევის უფლება მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ხალხს ეკუთვნის“ და რომ რუსეთი „იმუშავებს იმ პრეზიდენტთან, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ხალხი აირჩევს“.

ეს განცხადება, როგორც ჩანს, იმ სტატიის საპასუხოდ გაკეთდა, რომელიც გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნდა და რომლის თანახმადაც მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის ახალ ლიდერად რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბოლოვი შეარჩია.