საზოგადოება
„ქართულმა ოცნებამ“ Meta-ს 2020 წლიდან 400-ზე მეტი ადამიანის მონაცემები სთხოვა

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. მეტას გამჭვირვალობის პლატფორმის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მათ 2020 წლის შემდეგ 440 მომხმარებლის ან ანგარიშის შესახებ სთხოვა ინფორმაციის გადაცემა.

ყველაზე ინტენსიურად „ქართული ოცნება“ ფეისბუკისა და ინსტაგრამის მომხმარებელთა შესახებ მონაცემებს 2023 წლის პირველ ნახევარში ითხოვდა. მაშინ ხელისუფლება 47 მოთხოვნა გაგზავნა 149 მომხმარებლის ან ანგარიშის თაობაზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ.

ხელისუფლების მოთხოვნა Meta-ს მიმართ მომხმარებლის ინფორმაციის გადაცემის შესახებ შესაძლოა არ დაკმაყოფილდეს. „Meta მთავრობის მიერ ინფორმაციის გამოთხოვას მოქმედი კანონისა და ჩვენი მომსახურების პირობების შესაბამისად პასუხობს. თითოეული მოთხოვნა სიფრთხილით განიხილება სამართლებრივი დასაბუთებისთვის და შესაძლებელია, უარი ვთქვათ ან დამატებითი ახსნა-განმარტება მოვითხოვოთ მოთხოვნებზე, რომლებიც მეტისმეტად ბუნდოვანი ან ზოგადია“, – აცხადებს ორგანიზაცია.