უცხოეთი
CBS - მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS-ი რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და მისი მოადგილე, ალექს ვონგი თანამდებობებს 1 მაისს დატოვებენ.

ცნობისთვის, მარტში მაიკ უოლცი სკანდალში გაეხვა, როდესაც Signal-ის ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები “ჰუსიტების” წინააღმდეგ დარტყმებს განიხილავდნენ, მაიკ უოლცმა შეცდომით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.

interpressnews.ge