სამართალი
საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში 2024 წელს რუსები ლიდერობენ

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. 2024 წელს 3 587 ადამიანმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, რომელთა უმეტესობას, 2,361-ს, ადრე რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსები მუდმივად ლიდერობენ სიაში.

მეორე ადგილზე გერმანელები არიან – 2024 წელს გერმანიის 251 ყოფილი მოქალაქე საქართველოს მოქალაქე გახდა. გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 100-დან 200-მდე ადამიანმა შემდეგი ქვეყნებიდან – აშშ, სომხეთი, უკრაინა და ისრაელი.

მათ შორის, ვინც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა სხვა მოქალაქეობის მიღებით, ყველაზე მეტი, 802, რუსეთის მოქალაქეა. შემდეგ მოდის საბერძნეთი – საქართველოს 200 ყოფილმა მოქალაქემ მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა.