სამართალი
საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დაიბარეს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა.
გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.
„2012-2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არამხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან“, – განაცხადა წულუკიანმა.