აქტუალური
საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ელჩი რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
რობინ დანიგანს ადგილზე მყოფი მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ.
ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.